მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიგი უგულავას უბინძურესი მეთოდებით ებრძვიან

თბილისის მერიამ დღეს გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ „ქართული ოცნება' თბილისის არჩეული მერის გადაყენებას უბინძურესი მეთოდებით გეგმავდა. 

ჩანაწერის მიხედვით, უნდა გაევრცელებინათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს „ჰერმესი' მერიის მხარდაჭერით საფლავებს უკანონოდ ყიდის, რასაც ხალხის ქუჩაში გამოსვლა, პროტესტი და გიგი უგულავას გადაყენება უნდა მოჰყოლოდა. 

თბილისის მერიის წარმომადგენლებმა, ფარული ჩანაწერი სამართალდამცველებს გადასცეს, თუმცა, შს სამინისტრომ წინასწარ, ყოველგვარი მოკვლევის გარეშე გაავრცელა ოფიციალური განცხადება და ჩანაწერს ფაბრიკაცია უწოდა. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები დედაქალაქის თვითმმართველობაში ისევ ძველი მეთოდებით,  ფაბრიკაციებით აგრძელებენ ხალხთან ურთიერთობას. საზოგადოებისთვის ეს მეთოდები კარგად ცნობილია და ამაზე ამომრჩეველმა მკაფიო უარი თქვა 1 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა უმოკლეს ვადაში გაარკვევენ სიმართლეს და გააცნობენ საზოგადოებას, თუ რეალურად რას წარმოადგენს მერიის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერი და სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე'.

ამ ქვეყანაში, კანონი რომ მართლა კანონობდეს, შს სამინისტროს ამ განცხადების გამო, წესით, იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას, ვინც ეს სულელური, იდიოტური ინფორმაცია პოლიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა. 

წარმოიდგინეთ, უწყება, რომელმაც უნდა გამოიძიოს საქმე, წინასწარ, ყოველგვარი გამოძიების გარეშე აცხადებს, რომ ყველაფერი მოწყობილი და ფაბრიკაციაა.

people.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები