მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიგი უგულავა აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას, პოლიციელის სიკვდილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირებს

დედაქალაქის მერი გიგი უგულავა 26 მაისის აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას, პოლიციელის სიკვდილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირებს და აცხადებს, რომ ემოციის გასანეიტრალებლად შინაგან საქმეთა მინისტრის ჩარევაც კი გახდა საჭირო .
 როგორც გიგი უგულავამ სოციალურ ქსელ 'ფეისბუქის' სპეციალურ გვერდზე გამართული ონლაინ კონფერენციის დროს განაცხადა, 26 მაისს მთელ რიგ შემთხვევებში ძალის გადამეტება იყო, თუმცა, დაშლაც იყო ლეგიტიმური.
 'იყო მთელ რიგ შემთხვევებში ძალის გადამეტება. როცა სამართლადამცველებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს, ეს იყო ლეგიტიმური. მაგრამ შემდეგ მოხდა ავადსახსენებელი მომენტი, როცა მანქანების კოლონა შევარდა და 10 პოლიციელი წაიქცა. მაშინვე გავრცელდა ერთმანეთში ინფორმაცია, რომ მასობრივად დაიღუპნენ პოლიციელები. მთელ მსოფლიოში ასეა, რომ პოლიცია ყველაზე მძიმედ რეაგირებს პოლიციელის გარდაცვალებაზე. ძალის გადამეტების შემთხვევებიც, დაახლოებით 5-7 წუთი, სწორედ ამით იყო განპირობებული. შემდეგ მინისტრის ჩარევა გახდა საჭირო, რათა ეს ემოციური მუხტი გაჩერებულიყო', – განმარტა უგულავამ და სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ როგორც წესი, როცა ურემი გადატრიალდება, გზა მერე გამოჩნდება ხოლმე.
 თუ ამ მოვლენებზე კომისია შეიქმნება, უგულავას მიაჩნია, რომ პირველ რიგში ის უნდა შეფასდეს, თუ რა იყო დაგეგმილი და რა ვერ შესრულდა. 'ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების კლასიკური მცდელობა', – განაცხადა თბილისის მერმა და იქვე დასძინა, რომ 'ეს იყო გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა ან არ შემდგარი სიკვდილის ქრონიკა. მისივე თქმით, 26 მაისის აქციის ორგანიზატორებში ბევრი იყო იურისტი და კანონმდებლობაც იცოდნენ, მაგრამ იქ მაინც ერთი მიზნით იდგნენ – 'ან გადმოვაყირავებთ და თუ არა, ხმაურს მაინც ავტეხთ'.
 'არც ერთი ადამიანის სიცოცხლის შეწირვა არ ღირს ამ პროცესისთვის. ეს ყველაფერი ადამიანის ცხოვრებით ჟონგლიორობა იყო და მეტი არაფერი', – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინტერპრესნიუსი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები