მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიგი უგულავა: „ეს მთავრობა, ჯერჯერობით, არის ღვინო, რომელიც ძალიან სწრაფად ძმარდება“ (ვიდეო)

გიგი უგულავა პრეზიდენტად კენჭისყრას არ აპირებს და ამბობს, რომ დღესდღეობით არის ქალაქის მერი, რაც მისთვის დიდი გამოწვევაა და არსად წასვლას არ აპირებს.

დღესვე უგულავამ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად ნაძალადევის რაიონში შუალედურ არჩევნებში პარტიის კანდიდატის პაპუნა დავითაიას წარდგენაში მონაწილეობდა, კომენტარი გააკეთა წერილზე, რომელიც გუშინ გია ხუხაშვილმა გაავრცელა და რომლის თანახმადაც, ყოფილი კულტურის მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თავის რუს კოლეგას 2008 წლის აგვისტოს ომიდან 3 თვის შემდეგ რუსეთში ქართული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტების გამართვას სთვავაზობდა. მერის თქმით, მან გუშინდელ დღემდე არაფერი იცოდა ამ წერილის შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ მისთვის გასაკვირია, შუაშია აქ „მთავრობის მესაიდუმლე' ხუხაშვილი. უგულავას თქმით წინა ხელისუფლება და თავადაც ყოველთვის მიესალმებოდა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას და ცდილობდა კიდეც ამას 2004-2005 წლებში, თუმცა როცა დადგა საკითხი, რომ რუსული ჯარის სანაცვლოდ ახალქალაქსა და ბათუმში ანტიტერორისტული ცენტრი უნდა შემოსულიყო და საქართველო ОДКВ-ს უნდა შეერთებოდა, ურთიერთობების დაძაბვაც ამან გამოიწვია.

თბილისის მერმა ახალი ხელისუფლების მიერ ინიცირებულ თვითმმართველობის რეფორმაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რეფორმას მიესალმება, თუმცა ის არ უნდა იყოს გამოყენებული სხვადასხვა ინსტიტუციების, სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსისა და ჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად. ქივე უგულავამ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენელთა დაკითხვებზე დაბარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პროცესი კომედიამდეა მისული, რაც მისი შეფასებით შერჩევითი მართლმსაჯულებაა. 

კანდიდატის წარდგენისას სიტყვით გამოსვლისას კი უგულავამ განაცხადა, რომ ისურვებდა, ახალი მთავრობა ის ღვინო ყოფილიყო, რომელიც დროთა განმავლობაში ძველდება და უმჯობესდება, მაგრამ „სამწუხაროდ, ეს მთავრობა ჯერჯერობით, არის ღვინო, რომელიც ძალიან სწრაფად ძმარდება' - განაცხადა თბილისის მერმა. 

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=OEB3THRPA8k

პრესა.GE

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები