მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიგი უგულავა - მილიონის გადახდას არ ვაპირებ, რადგან არ მაქვს

მილიონის გადახდას არ და ვერ ვაპირებ, იმიტომ, რომ არ მაქვს, - ეს განცხადება თბილისის მერმა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესზე შესვლამდე განაცხადა. როგორც უგულავა აცხადებს, აღმკვეთ 
ღონისძიებასთან დაკავშირებით მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები აბსურდულია. 
'როგორი  აბსურდულიც არის ბრალდება, ისეთივე აბსურდულია მოთხოვნები აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. მილიონის გადახდას იმ მარტივი მიზეზის გამო არ და ვერ ვაპირებ, რომ არ მაქვს. ქართულ პოლიტიკაში მე ერთადერთ ადამიანს ვიცნობ, ვისაც შეუძლია ამის გადახდა - კოლმეურნეობის თავჯდომარის სახელსა და გვარს აღარ დავასახელებ', - განაცხადა უგულავამ. 
რაც შეეხება უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნას, თბილისის აცხადებს, რომ ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ ხასიათისაა. 
'ივანიშვილის მიზანი უკვე გაცხადებულია - ეს არის თბილისის მერიის ხელში ჩაგდება, როგორც კოლმეურნეობის ერთ-ერთი განყოფილების. მიზანი არის ის, რომ მის გეგმებში არ შედის ჩვენი, როგორც ოპოზიციის არსებობა, აქედან გამომდინარე, ეს სასამართლო პროცესიც ამ კონტექსტში შეიძლება იყოს განხილული', -აცხადებს უგულავა. 
რაც შეეხება მოთხოვნას საქართველოდან გაუსვლელობის შესახებ, უგულავა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, რამდენჯერმე იყო საზღვარგარეთ და საქართველოს დატოვებას არ გეგმავს. 
'გაქცევას აქამდეც არსად ვაპირებდი და ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ ივანიშვილს. რაც შეეხება საგამოძოებო ორგანოებში ყოველ კვირას გამოცხადების შესახებ, მინდა ვთქვა, რომ ეს არის საკუთარ პოლიტიკურ იარაღად ქცეული პროკურატურის 'გაბანძება', - განაცხადა უგულავამ. 
ამასთან, თბილისის მერი ითხოვს, რომ მასთან დაკავშირებულ პროცესებზე მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი მედიის დასწრება. 
პროკურატურამ ქალაქის მერის,  გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ასევე, პროკურატურამ სასამართლოს უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების თხოვნითაც მიმართა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები