მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიგი უგულავა: ფინანსთა მინისტრი ცრუობს

თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს, პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ივანიშვილმა მერიას მოუწოდა, გარკვეული სოციალური შეღავათების დაფინანსება დაიბრუნონ.

როგორც ტელეკომპანია 'რუსთავი 2'-ის ეთერში უგულავამ განაცხდა, ყველა სოციალური დახმარება, რომელიც წლების განმავლობაში თბილისელებს ჰქონდათ უნდა შენარჩუნდეს.

უგულავას თქმით, ფინანსთა მინისტრმა თავისი დაუფიქრებელი მოქმედებით, ახალ პრემიერ-მინისტრს ხელი მოაწერინა იმ დადგენილებაზე, რომელიც შეღავათების გაუქმებას ეხება.

თბილისის მერმა დღეს, აღნიშნულ საკითხზე ბიძინა ივანიშვილს წერილი მისწერა, სადაც ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

'თუ კონკრეტულად ფინანსთა მინისტრის ამოცანაა მერიის და პირადად ჩემი ლანძღვა, ეს პრობლემა არ არის. მთავარი პრობლემაა, რომ თბილისელები არ დარჩნენ იმ შეღავათების გარეშე, რითიც ეს წლები სარგებლობდნენ. ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ კიდევ უფრო მეტი შეღავათი მიიღონ იმ ადამიანებმა, ვისაც დღეს უჭირს',- განაცხადა უგულავამ.

ხადურის ბრალდებაზე, რომ გარკვეული თანხები ბიუჯეტიდან, არამიზნობრივად იხარჯებოდა და ზოგ შემთხვევაში ეს ხდებოდა წინასაარჩევნო აგიტატორებზე, უგულავამ განაცხდა, რომ ფინანსთა მინისტრი ცრუობს.

'ფინანსთა სამინისტრო პრემიერს ან შეგნებულად, ან შეუგნებლად აწვდის არასწორ ინფორმაციას, რის შემდეგაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება და მოსახლეობას შეღავათები გაუუქმდა. ფინანსთა მინისტრი ცრუობს. მას თავისი ფუნქციები სამწუხაროდ ვერ გაუგია და იმედია მომავალში გაერკვევა',- განაცხადა უგულავამ.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები