მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიგი უგულავა: ქვეყანაში ყველა აღმსარებლობის პირის უფლებები დაცული უნდა იყოს

 

ქვეყანაში ყველა აღმსარებლობის პირის უფლებები დაცული უნდა იყოს. აღნიშნულის შესახებ დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვის დაწყებამდე თბილისი მერმა გიგი უგულავამ განუცხადა. მისი განმარტებით, უგულავა მიესალმება სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ახალ კანონს.

'ამ კანონის მიღებით, საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებები არ შეიზღუდება და კონკორდატის შეთანხმებით დარეგულირდება', - განაცხადა მერმა.

რელიგიური გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე წმინდა სინოდმა გუშინ გადაწყვეტილება მიიღო. სინოდმა იმედი გამოთქვა, რომ ცვლილების შედეგად, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს იგივე უფლებები არ მიენიჭებათ, რაც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს.

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები