მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიგი უგულავა: წარსულის დაბრუნებაზე ოცნება ყველაზე დიდი მავნებლობაა

თბილისის მერის განცხადებით, მომდევნო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში საქართველოში 10 მილიონი ტურისტის შემოყვანა ადვილად მოხდება. აღნიშნული განცხადება გიგი უგულავამ ქვემო ფონიჭალაში, მმართველი გუნდის კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატის დავით საყვარელიძის წარდგენისას გააკეთა.

მისი თქმით, მსგავსი რაოდენობის ტურისტის შემოსვლა სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„პროდუქტზე მეტი მოთხოვნა იქნება, გასაღდება ადგილობრივი პროდუქტი',- განაცხადა უგულავამ.

თავის მხრივ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ ტურიზმის განვითარებისთვის საოჯახო სტილის სასტუმროების, მცირე კაფე-რესტორნების არსებობა მნიშვნელოვანია, რაც მისი თქმით,  მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება.

„საქართველოში 7 თვეში სამ მილიონ ნახევარი ტურისტი ჩამოვიდა, ამ ადამიანებს ფული ქვეყანაში უნდა დავატოვებინოთ',- განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

გიგი უგულავას განცხადებით, წარსულზე ფიქრი ყველაზე დიდი მავნებლობაა.

„ქვეყნის აღმშენებლობის ტემპი არ უნდა დავარდეს. წარსულის დაბრუნებაზე ოცნება ყველაზე დიდი მავნებლობაა, რაც შეიძლება ოპოზიციამ შემოგვთავაზოს',- აღნიშნა გიგი უგულავამ.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები