მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გინესის რეკორდსმენთა სიაში საქართველოს პრეზიდენტის ვაჟი ედუარდ სააკაშვილი ოფიციალურად ჩაიწერა

 

გინესის რეკორდსმენთა სიაში საქართველოს პრეზიდენტის ვაჟი ედუარდ სააკაშვილი ოფიციალურად ჩაიწერა.

ცნობილია, რომ მსოფლიო რეკორდი პრეზიდენტის უფროსმა ვაჟმა 'iPad'-ზე სწრაფად ბეჭვდაში დაამყარა. მან მარჯვენა ხელით 'iPad'-ზე ალფაბეტი ყველაზე სწრაფად აკრიფა.

რეკორდის დამყარებას გინესის რეკორდების ლიცენზირებული მსაჯი ესწრებოდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ედუარდ სააკაშვილმა ბრიტანელი რეკორდსმენის მაჩვენებელი წამ ნახევრით გააუმჯობესა.

ედუარდ სააკაშვილმა თანამედროვე ტექნოლოგიებში რეკორდი ბათუმის ახალ იუსტიციის სახლში 5 ივლისს დაამყარა. ცნობისთვის ეს პირველი ფაქტია, როდესაც საქართველოს მოქალაქემ საქართველოს ტერიტორიაზე დაამყარა მსოფლიო რეკორდი.

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები