მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიორგი აბდალაძემ აღიარებითი ჩვენება მისცა

 

დაკავებულმა ფოტოკორესპოდენტმა გიორგი აბდალაძემ გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო 'ჯი-ეიჩ-ენს' აბდალაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ დაუდასტურა.
'ვადასტურებ, რომ აბდალაძემ აღიარებოითი ჩვენება მისცა, თუმცა არსებობს რამდენიმე საეჭვო გარემოება. კერძოდ, დაკითხვამდე 10 წუთით ადრე ჩვენ გვქონდა საშუალება გავსაუბრებოდით გიორგი აბდალაძეს, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა და მას არაფერში ბრალი და მით უმეტეს ჯაშუშობაში არ მიუძღვის. 10 წუთის შემდეგ, კი როდესაც ოფიციალური დაკითხვა დაიწყო კამერების თანხლებით და როდესაც ოთახში გამომძიებელი და პროკურორი შემოვიდნენ აბდალაძემ ბრალი აღიარა, ასახა დეტალები და ა.შ.', _ განმარტა ადვოკატმა სააგენტოსთან საუბარში. 
შეგახსნებთ, რომ ეკა ბესელიამ დღეს განაცხადა, რომ გუშინ გვიან ღამით გამომძიებელი დაუკავშირდა აბდალაძის თხოვნით და აცნობა, რომ დაკავებულს ადვოკატებთან შეხვედრა სურდა.

აბდალაძე ადვოკატებს გამომძიებლის თანდასწრებით შეხვდა.

შეგახსნებეთ, რომ 7 ივლილსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულ იქნენ ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი).

ვადის ფარგლებში სამართალდამცავებმა ფოტორეპორტიორებს - ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძეს და გიორგი აბდალაძეს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე - ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს.

გამოძიებამ 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის მეუღლე, ნათია გედენიძე.

გამოძიებას აღიარებთი ჩვენება მისცა ირაკლი გედენიძემაც. გავრცელადა ინფორმაცია, რომ ბრალი აღიარა ზურაბ ქურციკიძემაც, თუმცა ოფიციალურად არ დადსტურებულა.

საქმეს გრიფი 'საიდუმლო' დაედო. პირველი სასამართლო სხდომა პირველი სექტემბრისთვის არის ჩანიშნული. 

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები