მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიორგი ბარამიძემ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის გვარით მოხსენიებისთვის გააკრიტიკა

'ნაციონალური მოძრაობის' წარმომადგენელმა, გიორგი ბარამიძემ 'ქორთიარდ მარიოტში' მიმდინარე კონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადებით გამო გააკრიტიკა. 
'გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, როცა პრეზიდენტის სასახლის ეზოში იდგა ვერ მოახერხა, გამოსულიყო საარჩევნო ემოციებიდან, საქართველოს პრეზიდენტი გვარით მოიხსენია, რაც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ნებისმიერ სახელმწიფოში არც თუ კარგ ტონად ითვლება', - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ბარამიძემ იმედი გამოთქვა, რომ 'ქართული ოცნება' და მისი ლიდერი სწრაფად გამოვლენ საარჩევნო ემოციებიდან და პოლიტიკურ ძალებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყება. 
ამასთან, ბარამიძის განმატრებით 2 ოქტომბერს საქართველო პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოვიდა და დემოკრატიული ქვეყანა გახდა. 
'შეიძლება ითქვას, რომ 100%-ით არა, მაგრამ საქართველო 2 ოქტომბერს პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოვიდა და დემოკრატიული ქვეყნად გარდაიქმნა იმ განცხადებით, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა და იმ პროცესით, რაც ახლა მიმდინარეობს', - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები