მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიორგი ბარამიძემ იტალიაში შეხვედრები გამართა

ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ბარამიძე მონტენეგროს თავდაცვის მინისტრს მილისა პეჯანოვიჩ-დურისიჩს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე რეფორმები განიხილეს  და   საქართველოსა და მონტენეგროს  ნატო-ში გაწევრიანების პროცესის შესახებ ისაუბრეს. 

ვიცე პრემიერ-მინისტრი ასევე, ნატო-ში დიდი ბრიტანეთის მუდმივ წარმომადგენელს მარიოტ ლესლის შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები, ჩიკაგოს სამიტის შედეგები და საქართველოში წარმატებული რეფორმების შედეგად მიღწეული პროგრესი განიხილეს. გიორგი ბარამიძემ  აღნიშნა, რომ ჩიკაგოს სამიტზე გაკეთებულმა განცხადებებმა ახალი დინამიკა შესძინა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. გიორგი ბარამიძემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივის საფუძველზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით  მოგვარების საჭიროება.

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, სხვა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი.

Internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები