მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიორგი ბარამიძე ევრაზიის მე-15 ეკონომიკურ სამიტზე სიტყვით გამოვიდა

ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ევრაზიის მე-15 ეკონომიკურ სამიტში მონაწილეობს.

ვიცე პრემიერ-მინისტრი სიტყვით  ენერგეტიკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სესიაზე გამოვიდა და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ ეკონომიკურ წარმატებებზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ენერგეტიკის სატრანზიტო ქვეყნის როლზე და ქვეყნის  შესაძლებლობებზე, გახდეს „მწვანე ენერგიის' (ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის) ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი.

ევრაზიის მე-15 ეკონომიკური სამიტის მუშაობაში მონაწილეობენ ალბანეთის, მაკედონიისა და მონტენეგროს პრეზიდენტები. ასევე, ბოსნია და ჰერცეგოვინას პრემიერ მინისტრი,  მეკედონიის ვიცე პრემიერ-მინისტრი, ასევე, ავსტრიის, აშშ-ს, ბელგიის,  საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, უნგრეთის, ბულგარეთის, თურქეთის, ესტონეთის, რუმინეთის,  ჩეხეთის რესპუბლიკის, უკრაინისა  და სხვა ქვეყნების სხადასხვა სფეროს მინისტრები  პარლამენტის წევრები და მაღალი თანამდებობის პირები.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები