მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიორგი ბარამიძე თორნიკე გორდაძემ შეცვალა

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე, გიორგი ბარამიძე საგარო საქმეთა მინისტრის უკვე ყოფილმა მოადგილემ თორნიკე გორდაძემ შეცვალა . 
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ახალი მინისტრი თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს წარუდგინა. 
გიორგი ბარამიძეს, რომელმაც დაკავებული თანამდებობა 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვა, პრემიერ-მინისტრმა გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ახალ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
თორნიკე გორდაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2010 წლის 25 ივნისიდან მუშაობდა და ევროკავშირთან ურთიერთობების მიმართულებას ხელმძღვანელობდა.
გიორგი ბარამიძე 'ნაციონალური მოძრაობის' ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები