საქართველოს დელეგაცია, ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის' არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად მოლდოვაში გაემგზავრა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი'-ს ვიცე-პრემიერის პრესსამსახირიდან აცნობეს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის' მინისტერიალზე განიხილავენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვარშავის სამიტის შემდეგ გატარებულ რეფორმებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკას.
მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია აღმოსავლეთ პარტნიორობის 2013 წლის სამიტამდე განსახორციელებელი ღონისძიებების განხილვა.
მინისტერიალში მონაწილეობას იღებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის' ქვეყნების ვიცე პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები. ევროკავშირის მხრიდან მინისტერიალის სხდომაში გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარი შტეფან ფულე მონაწილეობს.
internet.ge
ე.შ
|