მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიორგი ბარამიძე უკრაინაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, კიევის სამართლის ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა და სტუდენტებს გააცნო პროგრამა, თუ როგორ შეძლო საქართველომ მოკლე დროში კორუფციის დამარცხება და საერთო ევროპულ ოჯახში შესვლა.

ბარამიძის პრესსამსახურის ცნობით, ვიცე-პრემიერმა უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალური შეხვედრებიც გამართა, სადაც ძირითადი აქცენტი ქვეყნებს შორის სამომავლო გეგმებზე გაკეთდა.

'საკმაოდ საინტერესო, შინაარსიანი შეხვედრები გვქონდა. მათ ინტერესით მოისმინეს საქართველოში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებთან დაკავშირებული ინფორმაცია. უკრაინელებს აინტერესებთ პოლიციის რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, დერეგულაცია, ეკონომიკური რეფორმები და სხვ. ეს ყველაფერი მაღლა სწევს საქართველოს პრესტიჟს, სტატუსს და აძლიერებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს'. - ამბობს ბარამიძე.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი უკრაინაში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები