მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიორგი ბარამიძე ყირგიზეთის დელეგაციასთან შეხვედრას გამართავს

მთავრობის კანცელარიაში, დღეს,  ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე შეხვედრას გამართავს ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრთან, რომელიც ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციას ხელმძღვანელობს.როგორც 'ჯეონიუსს' ვიცე პრემიერის აპარატიდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ყირგიზეთის განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და ტურიზმის, ახალგაზრდობის, შრომისა და დასაქმების და სოციალური განვითარების მინისტრები, ასევე  სხვა მაღალი თანამდებობის პირები. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ გაიმართება პრესკონფერენცია. 

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები