მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიორგი ბარამიძე - საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთი გამოცდაა საქართველოს დემოკრატიისა

'საპარლამენტო არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება, არის კიდევ ერთი გამოცდა საქართველოს დემოკრატიისა' , - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, გიორგი ბარამიძემ საერთაშორისო კონფერენცია - ,,საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები' სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბარამიძის თქმით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები წარმოადგენს კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალე, ღია საარჩევნო პროცესს და მედია პლურალიზმს.
ბარამიძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება რუსულ აგრესიაზე და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ კონფლიქტები მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. 
გიორგი ბარამიძემ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში პროგრესი აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ხორციელდება რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით. 
ბათუმში მე-9-ე საერთაშორისო კონფერენცია ,,საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები' დღეს გაიხსნა. კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ესწრება.
კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება.
კონფერენციაში მონაწილეობენ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები, ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები, მათ შორის, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი, მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ფილატი. ასევე, ევროპარლამენტარები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების არასამთავრობო სექტორისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები