მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიორგი ბარამიძე - საქართველო ჩააბარებს გამოცდას, რომელიც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას გულისხმობს

საქართველო ჩააბარებს გამოცდას, რომელიც არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებას უკავშირდება , - ამის შესახებ გიორგი ბარამიძემ ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა მოსახლეობისა და მსოფლიო საზოგადოების წინაშე. 
'ის ტრანსფორმაცია, რომელსაც საზოგადოება გაივლის, იმედი მაქვს, იქნება ისეთი, რომ საქართველო შეუერთდება ევროკავშირს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ამ გზაზე', - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. 
სასტუმრო 'რედისონში' ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო მედიისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები