მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიორგი ბარამიძე: ხელისუფლებამ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც საერთაშორისო არენაზე კრიტიკას იწვევს

ხელისუფლებამ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც საერთაშორისო არენაზე კრიტიკას იწვევს, _განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის' ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადების კომენტირებისას.

,,სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც კრიტიკას იწვევს საერთაშორისო არენაზე. ჩვენ უნდა შევეცადო ქვეყნის შიგნით ისე წავიყვანოთ საქმე, რომ პირველ ყოვლისა ქვეყნის მოსახლეობა და მერე ჩვენი მეგობრები შეშფოთებულები არ იყვნენ. Aამ შემთხვევაში რაც არის ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაში პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ დევნის განხორციელებასთან დაკავშირებით. უნდა შევეცადოთ, რომ ერთიანი პოზიციით წარვდგეთ ნატოელი კოლეგების წინაშე, საერთაშორისო ასპარეზზე', - განაცხადა ბარამიძემ. 
შეგახსენებთ, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა არჩევნების შედეგად მოსული ახალი მთავრობის მიერ ოპონენტების დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა. 'როიტერის' ცნობით, რასმუსენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იყოს.
'მე უკიდურესად შეწუხებული ვარ არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებით, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას უკავშირდება. ამ საკითხების გადაწყვეტა სასამართლო სისტემის პრეროგატივაა, მაგრამ ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საქმეები პოლიტიკური ჩარევის გარეშე განიხილებოდეს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ამ მიმართულებით', - განაცხადა რასმუსენმა პრაღაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები