'ქრისტიან დემოკრატიული' პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. ცნობილია, რომ თარგამაძე, სენატორ მაკკეინს შეხვდება. მოლაპარაკებები ვაშინგტონშია დაგეგმილი.
'ქდმ'-ს ლიდერს შეხვედრები კონგრესსა და სენატში ექნება. ოფიციალური შეხვედრები ვაშინგტონში 30 ივნისამდე გაგრძელდება.
ამის შემდეგ კი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ევროპაში გადაინაცვლებს, სადაც გერმანიის 'ქრისტიან დემოკრატიული' კავშირის მიწვევით ჩავა.
ცნობისთვის, თაგამაძე თბილისში 9 ივლისს დაბრუნდება.
ჯეონიუსი
ე.შ
|