მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიორგი კალანდაძემ იზოლატორი დატოვა

გაერთიანებული შტაბის უფროსმა გიორგი კალანდაძემ გლდანის ციხის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. როგორც 'ინტერპრესნიუსს' კალანდაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განუცხადა, შტაბის უფროსმა საპყრობილე გირაოს - 20 ათასი ლარის გადახდის სანაცვლოდ გამთენიისას დატოვა. 
გიორგი კალანდაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს თანხის გადახდა გუშინ შეეფარდა. 
მას ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის შესაბამისად, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს. 
კალანდაძე თავდაცვის სამინისტროში 7 ნოემბერს გამთენიისას დააკავეს.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები