მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიორგი მარგველაშვილი: ვიდრე ვაშაძე სხვაზე დაიწყებდეს საუბარს, თავისი პასპორტი გადაშალოს

განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს გამოძიების მოთხოვნის ნაცვლად საკუთარი პასპორტის გადაშლას ურჩევს. ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსი კოლეგისადმი მიწერილი წერილის გამოქვეყნება აქტიური სამოქალაქო საზოგადოების არსებობაზე მიუთითებს. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, წერილის შინაარსიდან იკვეთება თუ რა დაბალ დონეზე მიმდინარეობდა დისკუსია. განათლების მინისტრს არ ესმის რატომ არ უნდა გასაჯაროებულიყო აღნიშნული დოკუმენტი, თუ მას გირფი „საიდუმლო' არ ედო. „მინდა ვუთხრა ყოფილ „დვაჟდი' მინისტრს, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, როგორ ბედავს საუბარს იმაზე, რომ გია ხუხაშვილზე საქმე უნდა აღიძრას, ეს ძალიან კომიკურია. ვურჩევ გაიხსენოს იგი ამ წერილით სხვა ქვეყნის კულტურის მინისტრსაც კი არ წერდა, რადგან ჯიბეში რუსეთის პასპორტი ედო. ასე რომ, ვიდრე სხვაზე დაიწყებდეს საუბარს, თავისი პასპორტი გადაშალოს' - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

geotimes.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები