მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიორგი მოსიძე: თქვენ ალაოდ ხომ არ ხართ?

'ახალი მემარჯვენეების' წევრი, გადაცემა 'რა? სად? როდის?'-ის წამყვანი გიორგი მოსიძე მიჩნევს, რომ საქართველო ის ქვეყანა გახდა, სადაც ძალაუფლება მამიდან შვილზე არ გადადის. 

ამის შესახებ გიორგი მოსიძე 'ფეისბუქის' საკუთარ გვერდზე ავრცელებს წერილს, რითაც ეხმაურება CNN-ს ჟურნალისტის მეტიუ ჩენსის, რუსი ჟურნალისტის იულია ლატინინას და სხვა უცხოელი 'რეპორტიორ-ექსპერტების' ნააზრევებს. 

'მინდა, მათ ყველას გასაგონად მივმართო: თქვენ, მეგობრებო, ალაოდ ხომ არ ხართ? რას ნიშნავს,, გაიყიდნენ ქართველები და რუსეთისკენ გადაბარგდნენ? რას ჰქვია, ახლა დაიწყება უკუსვლა და ბნელი ხანა საქართველოსთვის? თქვენ ვის წყევლით, თქვე უპატრონოებო? ეგ არის ქვეყნის მხარდაჭერა და გვერდში დგომა? ამხელა გარღვევა მოხდა სახელმწიფოს ისტორიაში, ასეთი დაძაბული პერიოდის შემდეგ, მართლა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები შედგა, დამარცხებულმა პარტიამ ღირსეულად აღიარა წაგება და ოფიციალურად გადავიდა ოპოზიციაში, ყველაფერმა ასე ცივილურად და ადამიანურად ჩაიარა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა და სცნო ეს შედგეები, ამხელა წინგადადგმული ნაბიჯი მივიღეთ სახელმწიფოებრივ განვითარებაში... და ყველაფერი ამის შემდეგ, თურმე მთელი ერი ორკაპიკად გაყიდული და სიბნელისკენ მომართული ვყოფილვართ? როგორ? 1 მილიონ 170 ათასმა კაცმა ფული აიღო რუსეთისგან და გაიყიდა? და ამ დროს იულია ლატინინა უფასოდ წერს თავის პასკვილებს? ყველამ თავის გაყიდულ სულს მიხედოს, რა... ვეღარ გავიგე, კაცო... ამ ვიღაც უცხოელმა 'ექსპერტებმა~, როგორ ყოველთვის ქართველებზე კარგად იციან, 'რა სჭირდება საქართველოს?~ ყველას თავის ბ*ზ მამიდას მიხედოს, რა... გაგვიხურეს საქმე...' - წერს გიორგი მოსიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო ახლა იმ ქვეყნებისთვის გახდა მაგალითი, სადაც ძალაუფლება ჯერაც მამიდან შვილზე გადადის. 

'ორი დღეა ვეხმალავები სტერეოტიპულად მოაზროვნე ტვინგაყინულ უცხოელებს... ესენი ვინ ყოფილან? ესენი არიან ქართველი ხალხის მეგობრები? ჰოდა, თუ მეგობარი ხარ, აღიარე, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ და გაიხარე ჩვენთან ერთად! რას მწყევლი, შე დალოცვილო?' - წერს გიორგი მოსიძე.  

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები