მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიორგი ტუღუში: სასჯელაღსრულების სისტემაში რადიკალურ ცვლილებებს შევიტან

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ახალი მინისტრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, მისთვის აღნიშნული თანამდებობის შეთავაზება ძალიან მნიშვნელოვანი და აბსოლიტურად მოულოდნელი იყო.

ამის შესახებ განცხადება ტუღუშმა დღეს, წარდგენისას გააკეთა.

მისი თქმით, ის დათანხმდა შეთავაზებას, რათა სისტემაში რადიკალური ცვლილებები და პატიმართა უფლებების ჯეროვანი დაცვა განახორციელოს.

„ძალიან მტკივნეულია იმ უწყების დატოვება, რომელსაც ვხელმძღვანელობდი, ძალიან ბერი რამის გაკეთება შევძელით ომბუდსმენის აპარატში, შევძელით არაერთი პრობლემა აგვესახა, მაგრამ არ გვქონდა იმის საშუალება, რომ რამე გამოგვესწორებინა. უწყებაში ძალიან ბევრი პრობლემაა, ეს თანამდებობა კი, დიდი გამოწვევა და მოტივაციაა ჩემთვის. მე შემიძლია შევიტანო გარდატეხა და ხელი შევუწყო ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც პრობლემები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი',- განაცადა ტუღუშმა.

მისი თქმით, ეტაპობრივად ყველა პრობლემის მოგვარება დაიწყება და სისტემა რეფორმებს დაექვემდებარება.

„სისტემა დაექვემდებარება რეფორმას და როცა მივიღებ ზუსტ შედეგებს, ვიზრუნებ მეორად პრობლემებზე. პრიორიტეტი არის ის, რომ მთლიანად სისტემის გადახალისება და პატიმართა უფლებების დაცვა განხორციელდეს. მე მექნება სრული თავისუფლება, ეს თავად პრეზიდენტმა აღმითქვა. არაერთი ახალი თანამშრომელი დამჭირდება და მზად ვარ გავითვალისწინო ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჩემს მიერ არის მომზადებული',- განაცხადა ტუღუშმა.

 internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები