მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გოგა ხაჩიძე ადეიშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების დეტალებს ახმაურებს

ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილი მარჯვენა ხელის, დავით ჩხატარაშვილის შესახებ, რომელიც ახლა ძველი ხელისუფლების ამბებს სიტყვა-სიტყვით უყვება კბილაშვილს ''პრესა.ჯი'' უკვე წერდა. ''ჩხატარად'' წოდებულ ყოფილ მაღალჩინოსანზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს დეპუტატი გოგა ხაჩიძეც.

''ერთი საინტერესო ამბავი მინდა მოგიყვეთ... - წერს უმცირესობის წევრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე - არის ასეთი აპიროვნება, დავით ჩხატარაშვილი. მას ალბათ სკოლაში, როგორც ხდება ხოლმე, 'ჩხატარას' ეძახდნენ, ჰოდა ბევრი, დღესაც ასე მოიხსენიებს.

ბ-ნი ჩხატარაშვილი ჩვენი ხელისუფლების დროს მთავარი პროკურორის მოადგილედ მუშაობდა.

მე მას არც პირადად და არც სახეზე არ ვიცნობდი, თუმცა ხშირად გამიგია, რომ ზურა ადეიშვილის, ე.წ. 'მარჯვენა ხელად' მოიხსენიებდნენ.

დღეს, ზურა ადეიშვილზე აღძრული საქმე, სწორედ 'მარჯვენა ხელის' ჩვენების საფუძველზეა და ეს ჩვენება ერთადერთია (ჩემი ინფორმაციით).

('რატომ მარჯვენა არ მომტყდაო' - იტყოდა ალბათ ადეიშვილი, ამ ამბავს რომ გაიგებდა)
არჩვნების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ, გასაგები მიზეზების გამო, ბ-ნი ჩხატარაშვილი სამსახურში დატოვა.

ამჯერად კი 'ჩხატარა' სხვაგან მუშაობს. შეიძლება ითქვას დააწინაურეს და დღევანდელ რეალობაში, ერთერთ 'დიდ კაცთან' გადაიყვანეს.

აი, ბ-ნი გია ხუხაშვილი ხომ არის რაღაცის უფროსი, თუმცა რაღა რაღაცის, რაააააღაცის!... 
ჰოდა, მაგ რააააღაცაში 'ჩხატარა' არის ხუხაშვილის მოადგილე.

ეს ყველაფერი ისე, უბრალოდ ინფორმაციისთვის, ახლა საინტერესო ამბავი.

მაშინ როდესაც, ყოფილ მინისტრებს, ყოფილ პრემიერ/მინისტრებს, ყოფილ და არსებულ მაღალჩინოსნებს, თითქმის ყოველდღე დაარბენინებენ პროკურატურაში, ფინანსურ პოლიციაში და სხვადასხვა საგამოძიებო უწყებაში, აბა გამოიცანით სად ჩამოართვეს ზურა ადეიშვილის წინააღმდეგ, ის ერთადერთი ჩვენება ბ-ნ 'ჩხატარას'?...
-სად და ვაკეში,.. ჭავჭავაძის გამზირზე,.. ე.წ. 'პიქსელის' შენობაში... 
აი ეგრე, მიბრძანდნენ ბ-ნი ხუხაშვილის ოფისში და იქ დაკითხეს.

ისღა დამრჩენია, [აღფრთოვანებულმა] წამოვიძახო: 'ხუხაშვილი მაგარი კაცია ძმაო რაა!' (ქართლურ/ოსური აქცენტით)

ps: ეს ყველაფერი ადვოკატზე გადაცემული საქმის მასალებიდან გავიგე, ვინმემ არ იფიქროს საიდუმლო წყაროებს ვფლობ, თორემ 'კარდინალს' და 'ჩხატარას' ჩემი დაჭერა არ გაუჭირდებათ.''

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები