მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გოკა გაბაშვილი - საპარლამენტო უმრავლესობას NDI-ის კვლევის შედეგები მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს

საპარლამენტო უმრავლესობას 'ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის' მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა გოკა ბაგაშვილმა NDI-ს კვლევების შედეგების კომენტირებისას განუცხადა.
კვლევის თანახმად, კითხვაზე - 'ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას' - 47%-მა 'ნაციონალური მოძრაობა' დაასახელა, 'ქართული ოცნება' 10%-მა, ხოლო 'ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა' - 3%-მა. 
'ნაციონალურ მოძრაობაში' ასევე ამბობენ, რომ სხვადასხვა რეიტინგებშიც სახელისუფლო გუნდი ლიდერობს. 
როგორც გოკა გაბაშვილი აცხადებს, ხელისუფლებისთვის რეიტინგზე უფრო მნიშვნელოვანი ის გარემოებაა, რომ ხელისუფლება სწორად ხედავს იმ პრობლემებს, რაც მოსახლეობას აწუხებს. ამ პრობლემებად მან უმუშევრობა და ხელიმასწვდომი ჯანდაცვა დაასახელა.
რაც შეეხება მაღალ ნდობას და რეიტინგს, გაბაშვილის მტკიცებით, ეს ხელისუფლებას დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს, რათა უფრო ზუსტად გადაწყვიტოს მოსახლეობის პრობლემები - უმუშევრობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები