მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გორ­დო­ნი: აშშ ყუ­რად­ღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრის ურ­თი­ერ­თო­ბას

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კით­ხებ­ში, ფი­ლიპ გორ­დო­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნისტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შეხ­ვდა. რო­გორც შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ფი­ლიპ გორ­დონ­მა გა­ნაც­ხა­და, აშშ ყუ­რად­ღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრის ურ­თი­ერ­თო­ბას. ,,სა­ა­კაშ­ვილ­მა ცნო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი, აღი­ა­რა და­მარ­ცხე­ბა და ხე­ლი შე­უწ­ყო ძა­ლა­უფ­ლე­ბის დე­მოკ­რა­ტი­ულ გა­და­ცე­მას. ჩვენ ასე­ვე პო­ზი­ტი­უ­რი ნიშ­ნე­ბი და­ვი­ნა­ხეთ პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­მაც თქვა, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას არ აპი­რებს და ტო­ვებს პრე­ზი­დენტს მო­მა­ვა­ლი ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ ეტაპ­ზე ნა­თე­ლია, რომ პრე­ზი­დენ­ტი და პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან და ეს პო­ზი­ტი­უ­რია. ვფიქ­რობ, ორი­ვე მხა­რეს გულ­ში ჰყავს სა­ქარ­თვე­ლო', - გა­ნაც­ხა­და ფი­ლიპ გორ­დონ­მა. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე მიმ­დი­ნა­რე და­კა­ვე­ბე­ბის სა­კით­ხსაც შე­ე­ხო. მი­სი თქმით, თუ ვინ­მე დამ­ნა­შა­ვეა, უნ­და და­ა­კა­ვონ, მაგ­რამ ამას არ უნ­და ჰქონ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშ­სწო­რე­ბის სა­ხე, ,,თო­რემ ეს მთელ ქვე­ყა­ნას ძვი­რად და­უჯ­დე­ბა'. ,,მინ­და ორი­ვე მხა­რემ ითა­ნამ­შრომ­ლოს, თუ სა­ქარ­თვე­ლოს სურს და­სავ­ლე­თის­კენ გზა გა­ი­კა­ფოს. ამის გა­კე­თე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია', - აღ­ნიშ­ნა ფი­ლიპ გორ­დონ­მა. შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კით­ხებ­ში, ფი­ლიპ გორ­დო­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­დღი­ა­ნი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბა. 

ტაბულა 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები