მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გორგოძე სეზონის სტარტს გამოტოვებს

საქართველოს საუკეთესო მორაგბე და 'მონპელიეს' ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გორგოძე საფრანგეთის 'ტოპ 14'-ის სეზონის სტარტს გამოტოვებს, რომელიც ამ უქმეებზე იწყება. 28 წლის 'ბორჯღალოსანს' ფეხის ტრავმა აწუხებს, რის გამოც ჯერჯერობით გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ 'მონპელიეს' პირველ გუნდში გორგოძის გარდა, საქართველოს ნაკრების კიდევ ორი მორაგბე ირიცხება: შერკინების ბურჯები - მიხეილ ნარიაშვილი და გიორგი ჟღენტი. 'ტოპ 14'-ის პირველი ტური 17-18 აგვისტოს გაიმართება და 'მონპელიე' თავის შეხვედრას 18 აგვისტოს პარიზში ზურა ჟვანიას 'სტად ფრანსესთან' გამართავს.

Internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები