მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გორში ხვალ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება

გორის ცენტრალურ ნაწილში ხვალ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება. საინფორმაციო ცენტრს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძე და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი გახსნიან. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გორში საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების 10% ჩადის და ქვეყნის ყველაზე მონახულებად ადგილებში თბილისის, ბათუმის და მცხეთის შემდეგ მეოთხე პოზიცია უჭირავს.
2010 წელს განმავლობაში გორს 65 000 ვიზიტორი ეწვია, მათი 11% ორგანიზებული იყო ტუროპერატორების მეშვეობით. დამთვალიერებლების რაოდენობა 45%-ით გაიზარდა 2009 წელთან შედარებით.
ხვალინდელ ღონისძიებას ასევე დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

onlinenews.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები