მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გრიგოლ ვაშაძემ NDI-სა და IRI-ს არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალური მოსაწვევები გაუგზავნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით, ოფიციალური მოსაწვევები გაუგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს კენეთ ვოლაკს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI) პრეზიდენტს ლორნ კრეინერს. 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაციებისთვის გაგზავნილ მოსაწვევებში ხაზგასმულია საქართველოს მზადყოფნა, მოიწვიოს საერთაშორისო დამკვირვებლები, რაც შეიძლება სწრაფად, მათთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს, როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უზრუნველსაყოფად.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით 6 აპრილს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით ოფიციალური ფორმალური მოსაწვევი გაუგზავნა საერთაშორისო ინსტიტუტებს - ეუთო-ს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს (ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE), ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას (NATO PA), ევროპარლამენტს და ევროკავშირის ინსტიტუტებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე თხოვნით მიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს კეტრინ ეშტონს, რომ ევროკავშირმა დააფინანსოს მედიამონიტორინგის პროექტი, მსგავსად 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს განხორციელებული წარმატებული მედია-მონიტორინგის პროექტისა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები