მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გრიგოლ ვაშაძე ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარეს შეხვდება

საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარეს შეხვდება .
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხებს შეეხება.
ესპანეთში ვაშაძის ვიზიტი გუშინ დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანელ კოლეგას უკვე შეხვდა.
'საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ეს გრიგოლ ვაშაძის პირველი შეხვედრაა ესპანელ კოლეგასთან. განიხილება ჩვენთვის აქტუალური ყველა საკითხი, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ამავდროულად საუბარი შეეხება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში არ არის ნამყოფი და მნიშვნელოვანია, რომ მისი სრული ინფორმირება მოხდეს', _ განაცხადა კალანდაძემ.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები