მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გრიგოლ ვაშაძე ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი, მადრიდში ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრს ხოსე მანუელ გარსია-მარგალიოს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობის პროცესთან დაკავშირებული თემები.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ნატო-ს ჩიკაგოს სამიტისათვის მზადების საკითხის განხილვისას მხარეებმა იმსჯელეს, როგორც სამიტის ფორმატის შესახებ, ისე მის შინაარსობრივ მხარეზე - თუ როგორ აისახება საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელება და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი ნატო-ს დასკვნით დოკუმენტებში.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ესპანეთს შორის უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის, სამართლებრივი ბაზის შემდგომი გამყარების და საქართველოში ესპანური კომპანიების საქმიანობის გააქტიურების მნიშვნელობას. ასევე, განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები.

Internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები