მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გრიგოლ ვაშაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

ნორვეგიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე,  ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთო-ს უმაღლეს კომისარ კნუტ ვოლებეკს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები და საქართველოში ეროვნული უმცირესობების დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმები.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას, რაც კიდევ უფრო საგანგაშო ხდება რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციათა დაუშვებლობის პირობებში.

მხარეების მიერ გამოითქვა საქართველოს ხელისუფლებასა და ეროვნულ უმცირესობებზე ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისს შორის აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები