მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გრიგოლ ვაშაძე ნატოს მინისტერიალს დაესწრება

დღეს ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება. მინისტერიალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ISAF-ის ოპერაციაში ჩართული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით. როგორც ნატოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, ამ მინისტერიალს ნატოს ჩიკაგოს სამიტის წინ დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის უმაღლესი დონის ბოლო მოსამზადებელი შეხვედრაა. მასზე ძირითადად ავღანეთის საკითხს განიხილავენ, იმსჯელებენ თავდაცვის რეფორმირებასა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე. 

რუსთავი 2

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები