მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გრიგოლ ვაშაძე ნორვეგიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე, ოსლოში ვიზიტის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იონას გარ სტორეს შეხვდა. 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. ნორვეგიულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და პერსპექტივები. 
მინისტრებმა რეგიონში არსებული მდგომარეობა განიხილეს. გრიგოლ ვაშაძემ ნორვეგიელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ფედერაციის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნების 'კავკაზ-2012' შესახებ და იმაზე, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ეს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. 
მხარეებმა ჩიკაგოს 2012 წლის ნატო-ს სამიტისთვის მზადების პროცესში ორივე მხარისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს. განსაკუთრებით აღინიშნა ISAF-ის ფარგლებში თანამშრომლობისა და 2014 წლისთვის ავღანეთში პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნვეყოფის მიზნით ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები