მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით გვატემალას ეწვევა

საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 22 ივნისს, 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით გვატემალას ეწვევა. 
როგორც დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის ფარგლებში დაგეგმილ ცენტრალური ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიის მხარდაჭერის საერთაშორისო კონფერენციაში. 
'კონფერენციის მიზანს წარმოადგენს ცენტრალური ამერიკის რეგიონში უსაფრთხო გარემოს შექმნა, ორგანიზებული დანაშაულისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, შესაბამისი დაფინანსების მოძიება უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში', - განაცხადა ნინო კალანდაძემ. 
მისივე თქმით, ქართულ დელეგაციას შესაძლებლობა ექნება, წარმოადგინოს საკუთარი ხედვა და გაუზიაროს ქვეყნებს გამოცდილება, თუ რამდენად წარმატებით მოხდა აღნიშნული მიმართულებით საქართველოში უსაფრთხოების ჩამოყალიბება და ამავდროულად, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.
კალანდაძის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სიტყვით გამოვა და საქართველოს ხედვას დააფიქსირებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონფერენცია უმაღლეს დონეზე გაიმართება და გრიგოლ ვაშაძეს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს თავის კოლეგებს. 
'ამ შეხვედრებს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ცენტრალური ამერიკის ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ', - განაცხადა კალანდაძემ.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები