მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით დღეს გვატემალას ეწვევა

 

საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს, ოფიციალური ვიზიტით გვატემალას ეწვევა. აღნიშნულის შესახებ მინისტრის მოადგილე ნინო ნკალანდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით 'გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის ფარგლებში დაგეგმილ უსაფრთხოების სტრატეგიის მხარდაჭერის საერთაშორისო კონფერენციაში. კონფერენციის მიზანს წარმოადგენს ცენტრალური ამერიკის რეგიონში უსაფრთხო გარემოს შექმნა, ორგანიზებული დანაშაულისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, შესაბამისი დაფინანსების მოძიება უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში'.

მისივე თქმით, ქართულ დელეგაციას შესაძლებლობა ექნება, წარმოადგინოს საკუთარი ხედვა და გაუზიაროს ქვეყნებს გამოცდილება, თუ რამდენად წარმატებით მოხდა აღნიშნული მიმართულებით საქართველოში უსაფრთხოების ჩამოყალიბება და ამავდროულად, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

საგარო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ორ დღეში დასრულდება.

ჯეონიუსი

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები