მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გრიგოლ ვაშაძე საელჩოების მიმართ პრეზიდენტის კრიტიკას იზიარებს

საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საელჩოების მიმართ პრეზიდენტის კრიტიკას იზიარებს . 
როგორც გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეების იმ უკმაყოფილებას გულისხმობდა, რაზეც ისინი ხშირად საუბრობენ.
'ჩვენთან მუდმივად შემოდის საქართველოს მოქალაქეების საჩივარი, რომ ზოგიერთ საელჩოში არ აქვთ სწორი გაგება იმისა, თუ რას ნიშნავს სავიზო რეჟიმის შესახებ ჩვენთან დადებული ხელშეკრულება. ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს არავის არ შევალახვინებთ. ამიტომ, როგორც კი ჩვენთან, საკონსულო დეპარტამენტში შემოდის ჩვენი მოქალაქის საჩივარი იმაზე, რომ ვიზაზე გაუმართლებლად უთხრეს უარი, ან პასუხის გაცემა დროში გაუწელეს, ან უდიერად მოექცნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქმედებს', - განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ პრეზიდენტისგან მსგავს დავალებებს ძალიან ხშირად იღებს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თბილისის საინფორმაციო ცენტრში სტუმრობისას საქართველოში უცხოური საელჩოების თანამშრომლები გააკრიტიკა.
'რომ გავიხსენოთ, რა არ უნდა დაბრუნდეს ჩვენს ქვეყანაში, ამისთვის არ არის აუცილებელი, გადავიდეთ მეზობელ ქვეყანაში და რომელიმე საგზაო პოლიციის თანამშრომელს შევხვდეთ. მიდით ზოგიერთ უცხოურ საელჩოში, თბილისის ცენტრში ვიზის ასაღებად და ნახეთ, როგორ ეპყრობიან იქ მისულ მოქალაქეებს. უცხოელებიც და სხვათა შორის, მათი ქართველი თანამშრომლებიც. რატომ ეპყრობიან იცით ასე - იმიტომ, რომ ჰგონია, რომ ის არის უფროსი და მას შეუძლია დაგამციროს, ზემოდან ქვემოთ დაგხედოს, დაგამციროს და ამით სიამოვნება მიიღოს. ასეა ბევრ ქვეყანაში. ეს ხდება ჩვენს საელჩოებში, უცხოურ საელჩოებში, მათ შორის, განვითარებული ევროპული ქვეყნების', _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები