მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გრიგოლ ვაშაძე ჰილარი კლინტონს შეხვდება

საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე 17 თებერვალს 2-დღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა .
ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძე რამდენიმე მნიშვნელოვან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს, მათ შორის, თავის კოლეგას, ჰილარი კლინტონს შეხვდება.
'დიდი ხანია ვმუშაობდით ამ ვიზიტზე და საბოლოოდ შეთანხმდა თარიღები. გრიგოლ ვაშაძე კონგრესში რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. იმედი გვაქვს, რომ ყველა ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა ვიზიტისას მოხდება. განსაკუთრებული ყურადღება სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში თანამშომლობის საკითხს დაეთმობა. განიხილება სამომავლო გეგმები და მიღწეული შედეგები. იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი წარმატებით ჩაივლის', - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები