მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გრიგოლ ვაშაძე: ვერ ვიტყვი, რომ მთელი საზოგადოება, ისე როგორც 7 ნოემბერს დამწკრივებული პარადზე, მიესალმება რუსეთთან ურთიერთობას

ვერ ვიტყვი, რომ მთელი საზოგადოება, ისე როგორც 7 ნოემბერს დამწკრივებული პარადზე, მიესალმება რუსეთთან ურთიერთობას, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საზოგადოებრვივ მაუწყებელზე გადაცემა 'აქცენტებში'.

მისი თქმით, შესაძლებელია მოლაპარაკებების დაწყება რუსეთთან ნებისნიერ დროს, ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ საკითხზე წინაპირობების გარეშე, 'მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რა თემებიც უნდა განვიხილოთ პარალელურად უნდა მიდიოდეს განხილვა ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის'.

'მე ვერ ვიტყვი, რომ მთელი საზოგადოება, ისე როგორც 7 ნოემბერს დამწკრივებული პარადზე დამწკრივებული ისე მიესალმება რუსეთთან ურთიერთობას, განსხვავებული აზრებიც არსებობს. მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ დიდი ნაწილი მიესალმება, მაშინ გავიხსენოთ ის რაც არც ჩვენი მთავრობის დროს მომხდარა და არც ამ მთავრობის დროს მოხდება - ეს იყო დაწყებული 91 წლიდან, როდესაც სუვერენიული, თავისუფალი საქართველო ცდილობდა რუსეთთან რამენაირად ცივილიზებული ენის გამონახვას', - განაცხადა ვაშაძემ.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები