მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გრიგოლ ვაშაძე: მადლობა ჟურნალისტებს, რომლებმაც 4 წელი არ მომასვენეთ

'ყველა, ვინც ამ სამინისტროში რჩება ან მიდის, ერთად არის ნამუშევარი, ერთი სამშობლო გვაქვს, ქვეყანა და საგარეო პოლიტიკა ადგილზეა',- აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ახალ მინისტრ, მაია ფანჯიკიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, გადაბარების პროცესი ცივილიზებულად და მეგობრულად ჩატარდა.

„ძალიან მიხარია, რომ პრიორიტეტები იგივე რჩება, კერძოდ, ევროკავშირი, ნატო, კარგი ურთიერთობები ჩვენს მეზობლებთან, მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა. ის, რომ საქართველო მსოფლიოს ყველა რეგიონში არის წარმოდგენილი და ყველგან საიმედო პარტნიორები ჰყავს, უაღრესად მნიშვნელოვანია. რამდენადაც მნიშვნელოვანიც უნდა იყოს ევროპა და აშშ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საიმედო პარტნიორები ყველა რეგიონში გვყავს და საქართველოს მსოფლიო საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია',- განაცხადა ვაშაძემ და სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას წარმატება უსურვა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას კოლეგებს, რომლებთან ერთადაც ამ შენობაში 4 წელი გავატარე. ძალიან დიდი მადლობა ჟურნალისტებს, რომლებმაც 4 წელი არ მომასვენეთ', - დასძინა ექს-მინისტრმა.

ჟურნალისტები გრიგოლ ვაშაძის სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდნენ.

'რადგან არცერთი თქვენთაგანი  არ არის ნინო ანანიაშვილი ან ელენე ვაშაძე, სამომავლო გეგმებს თქვენთან არ განიხილავ',- დასძინა ვაშაძემ.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები