მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გრიგოლ ვაშაძე: ნატო რუსეთისთვის იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი

უკრაინაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გამოცემა „ზერკალო უკრაინი'-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველო-უკრაინისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ასევე ევროატლანტიკურ სტრქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და კავკასიაში კონფლიქტების თემაზე ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა მინისტრი რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ, გრიგოლ  ვაშაძემ უპასუხა,  რომ ამის საფუძველს რუსეთის მიერ შემოდგომაზე დაგეგმილი სამხედრო წრთვნების „კავკაზ 2012' მიუთითებს:

„საქართველოში, უშუალოდ რუსეთის შემოჭრის წინ, მოსკოვი სამხედრო წრთვნას „კავკაზ 2008'-ს ატარებდა. წელს რუსეთი ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს უფრო მეტად მასშტაბურ სწავლებას „კავკაზ 2012'-ს გეგმავს. ეს ღონისძიება, რა თქმა უნდა, „სრულიად შემთხვევით' ემთხვევა ჩვენს არჩევნებს' - განაცხადა მინისტრმა....საქართველო რუსეთისთვის აუცილებელია, - თვლის ვაშაძე, რადგან კრემლს სჭირდება ჩაკეტოს გზა, რომლითაც ევროპაში ალტერნატიული ენერგორესურსები მიემართება. 

თუ რუსეთი საქართველოში სამხედრო-პოლიტიკურ დიქტატს დაამყარებს, სამხრეთ კავკასიის დანარჩენ სახელმწიფოებთან უკვე ბევრი აღარაფერი იქნება გასაკეთებელი. რეგიონის ქვეყნების უმრავლესობა კი, ზღვაზე გასასვლელის გარეშე დარჩება.

თანაც, ვაშაძის თქმით, რუსეთს მობეზრდა წარმატებულ ქართულ რეფორმებზე მუდმივი საუბრები. ეს მას აღიზიანებს, ისევე, როგორც საგარეო პოლიტიკური კურსი იმ ქვეყნებისა, რომლებსაც მოსკოვი თავის „შიდა ბაღად' თვლის. მინისტრის თქმით, ნატო რუსეთისთვის იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი. საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ თუ ექნება შესაძლებლობა, რუსეთი აგრესიას განახორციელებს არა მარტო ასქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკების წინააღმდეგაც. ამ პოლიტიკის მიზეზი კი ის არის, რომ კრემლი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს. 

„ეს დეკლარირებული პოლიტიკური მიზანია, სხვადასხვა რუსული სამსახურების მიერ დასახული ამოცანაა. სამხედრო აგრესიის საბაბი კი შეიძლება გახდეს ნებისმიერი სამხედრო-პოლიტიკური გართულება რეგიონში' - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მინისტრის თქმით, 2008 წელს რუსეთმა ვერ მიაღწია საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობას, ისევე, როგორც ვერაფერი მიიღო ომით: მას დაეხარჯა 84 მილიონი, ხელში კი სახელურის გარეშე ორი ჩემოდანი შერჩა - ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რომლებიც მინისტრის თქმით, სიამოვნებით ხარჯავენ რუსების მილიარდებს.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ დეოკუპაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ მოხდება. ასევე, რუსეთმა ვუნდა აღიაროს, რომ ქართველ ხალხს აქვს უფლება, თავად განსაზღვროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი. ასეთ შემთხვევაში, რუსეთს, საქართველოზე კეთილი მეზობელი არ ეყოლება - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გართულებულ მდგომარეობაზეც ჰკითხეს, კერძოდ, არსებობს თუ არა მთიანი ყარაბაღის გამო ომის საფრთხე, რაზეც ვაშაძემ უპასუხა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ახალი ომი სამივე სამხრეთკავკასიური რესპუბლიკების სუვერენიტეტს დაასამარებს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მინსკის ჯგუფი შეძლებს პრობლემის მოგვარებას. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ასეთი პროგრესის მიღწევას მესამე ძალა უშლის ხელს.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები