მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გრიგოლ ვაშაძე: საქართველო-სომხეთს შორის არასოდეს ყოფილა ისეთი ურთიერთობა, როგორიც ახლაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს შორის არასოდეს ყოფილა ისეთი ურთიერთობები, როგორიც ახლაა. მისივე თქმით, ორი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შორის ხშირი შეხვედრები სწორედ იმისთვის იმართება, რომ ამჟამინდელი ურთიერთობის შენარჩუნება მოხდეს.

'მე და ედვარდ ნალბანდიანმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განვიხილეთ. მინდა გითხრათ, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არასოდეს ყოფილა ისეთი ურთიერთობა, როგორიც ახლაა, თუმცა ჩვენ არასოდეს გვქონია ცუდი ურთიერთობები. ამაში უზარმაზარი წვლილი აქვთ შეტანილი ორი ქვეყნის პრეზიდენტებს', - განუცხადა ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ სომეხ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ედუარდ ნალბანდიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები