მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გრიგოლ ვაშაძე – 'კავკასია 2012'-ის ფონზე რუსეთისგან ახალი სამხედრო აგრესიის გამორიცხვა გულუბრყვილობა იქნებოდა

იმ ფონზე, როცა რუსეთი უპრეცედენტო მასშტაბის სტრატეგიულ სამხედრო სწავლებას 'კავკასია 2012'-ს გეგმავს, ახალი აგრესიის გამორიცხვა გულუბრყვილობა იქნება , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რადიო 'ეხო მასკვისთვის' მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუსთვის 200-მდე კითხვა მინისტრს რადიოსადგურის ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებმა დაუსვეს. 
'ეს გაცილებით მასშტაბური სწავლებაა, ვიდრე 'კავკასია 2008'. ამიტომ დღეს საქართველოსთვის, რომელიც გეოგრაფიულად რუსეთის გვერდითაა, სამხედრო აგრესიის განმეორების გამორცხვა სრული გულუბრყვილობა იქნებოდა. რუსი სამხედროები აგრესიული სურვილების დამალვას არც ცდილობენ. რისთვის სჭირდებათ ეს? როცა ყაზანში ადგილობრივი შს მინისტრი იძულებულია დაამშვიდოს უკმაყოფილების ტალღა, რომელიც მილიციის განყოფილებაში უდანაშაულო ადამიანის მკვლელობას მოჰყვა და ხალხს სურს მილიციის ისეთი განყოფილების შექმნა, როგორიც საქართველოშია, რაში სჭირდება რუსეთს საქართველოს მსგავსი მეზობელი. მით უფრო არ სჭირდება დემოკრატიაში შეჯიბრი', - განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ 300 ათასი რუსი ტურისტი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, ამ ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების მოწმეა. 
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით რუსეთს არ სურს საქართველოსთან კომპრომისული გადაწყვეტილების მოძებნა. 'სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ მოსკოვის განცხადება არა კომპრომისული გადაწყვეტილება, არამედ დიქტატია. საქართველოს მთავრობა დგამს ცალმხრივ ნაბიჯებს ხალხებს შორის ურთიერთობის პირობების ნორმალიზებისთვის', - აღნიშნა ვაშაძემ. 
მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოსგან 'სინდისის ქენჯნის' გარეშე მოითხოვს კანონის შეცვლას. მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გარეშე ჩავიდეს აფხაზეთში, საჭიროა, თავდაპირველად თბილისში ჩამოვიდეს, შემდეგ საოკუპაციო ხაზთან და თუ რუსი მესაზღვრეები შეუშვებენ, აფხაზეთში გადავიდეს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები