მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გრიგორი კარასინი: საქართველომ რუსეთის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი ძალის გამოუყენებლობის შესახებ უარყო

საქართველომ უარყო რუსეთის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც ერთის მხრივ თბილისსა და სოხუმს და მეორეს მხრივ თბილისსა და ცხინვალს შორის უნდა გაფორმებულიყო. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევაში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა მოლაპარაკებების 23-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გააკეთა.

'განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის გაფორმებას, ვინაიდან ეს არის უმთავრეს ამოცანა ჟენევის დისკუსიებისა. სამწუხაროდ, ამ პროექტზე მუშაობა ქართულმა მხარემ დაბლოკა, რომელიც კვლავინდებურად რაღაც ცალმხრივ ვალდებულებებზე საუბრობს. ჩვენთვის ეს პრინციპულად მიუღებელია და ამიტომაც მათ დაბლოკეს მუშაობა ამ მიმართულებით', _ განაცხადა კარასინმა.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები