მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გუიდო ვესტერველე - გერმანია საქართველოსა და ნატო-ს პარტნიორობის გაღრმავებას მხარს უჭერს

გერმანია საქართველოსა და ნატო-ს პარტნიორობის გაღრმავებას მხარს უჭერს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუიდო ვესტერველემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის გადაწყვეტილება, რაც ბუქარესტში იქნა მიღებული, გერმანიისა და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების საერთო მიზანს წარმოადგენს.
'ამასთან, ნატო-სთან ახლოს მისვლა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ღირებულებებთან', - განაცხადა გუიდო ვესტერველემ. მისივე თქმით, საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში აქტიური მონაწილეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები