მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გუნარ ვიგანდი - საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას შევადარებდი გრძელვადიან ქორწინებას

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მე შევადარებდი გრძელვადიან ქორწინებას, როდესაც მზად უნდა იყო ვალდებულებების ასაღებად , - ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებზე მთავარმა მომლაპარაკებელმა გუნარ ვიგანდიმ განაცხადა. 
მისივე თქმით, 16 მაისს ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტის შემუშავებისას, საქართველოსა და ევროკავშირის შორის შეთანხმება შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ შესრულდება ის ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აქვს აღებული. ვიგანდის განცხადებით, საქართველოს პროგრესი აქვს უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის და სამართლის სფეროში. 
როგორც ვიგანდიმ განმარტა, ტექსტზე შეთანხმებისას, 27 თავიდან 17 დაიხურა. აღნიშნული თავები შეეხებოდა ეკონომიკურ საკითხებს და სექტორალურ თანამშრომლობას. მისი განმარტებით, თუ საქართველო შეასრულებს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს, დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ. 
შემდეგი შეხვედრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით, 25 მაისს თბილისში გაიმართება. ვიგანდის განმარტებით, 25 მაისის შეხვედრაზე საუბარი ვაჭრობასა და საინვესტიციო საკითხებს შეეხება. 
'გასული წელიწადნახევრის განმავლობაში ქართულმა მხარემ პროგრესს მიაღწია ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით. მოლაპარაკებების მთავარი მიზანია, შესრულდეს ყველა პირობა, რომელიც შეთანხმებაში ჩადებული. თუ დაკმაყოფილებული იქნება ეს მოთხოვნები, ჩვენი მხრიდან იქნება მზადყოფნა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით', - განაცხადა გუნარ ვიგანდიმ.
მისივე თქმით, სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შეთანხმებები, ასევე შეთანხმება სამოქალაქო ავიაციის შესახებ, მანიშნებელია იმისა, რომ ევროკავშირი მზად არის, მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები