მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გურჯაანში ივანიშვილის სარვამარტო საჩუქრის შესახებ ჭორმა 'ქორწინების სახლში' რიგი დააყენა

ტელეკომპანია 'გურჯაანი' საგანგებო სიუჟეტს უძღვნის რაიონში გავრცელებულ ჭორს იმის თაობაზე, რომ თითქოს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი 35-დან 60 წლამდე დაქორწინებულ ქალბატონებს ათასლარიან ვაუჩერებს სჩუქნის.

ტელეკომპანიის ცნობით, ჭორი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ გურჯაანის ქორწინების სახლთან ხელისმომწერი წყვილების რიგი დადგა. ამასთან, ჭორი სხვადასხვა ინტერპრეტაციით ვრცელდებოდა და 60 წელს გადაცილებული ქალბატონები, რომლებიც ქორწინების სახლთან მაინც მივიდნენ და თავიანთი ცხოვრების ის თანამგზავრებიც მიიყვანეს, რომლებთანაც ქორწინების რეგისტრაცია მანამდე თავშიც არ მოსვლიათ, ფრიად გაწბილებულნი დარჩნენ:

'მე უკვე 60 წელს ვარ გადაცილებული და არაფრის იმედი აღარ მაქვს', - სევდიანი სახით უთხრა ტელეკომპანია 'გურჯაანს' 60 წელს გადაცილებულმა ერთმა ქალბატონმა. ასევე გაწბილებულნი დარჩნენ ის ქალები, რომლებსაც 35 წელი ჯერ არ შესრულებიათ, მაგრამ იმედი ჰქონდათ, რომ ვაუჩერს მაინც მიიღებდნენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე აღნიშნავს, რომ ჭორი სწრაფად გავრცელდა და მას ამ საკითხში გარკვევის მიზნით სოფლების რწმუნებულებიც უკავშირდებიან. გურჯაანის 'ქორწინების სახლში' ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ პირად საუბარში ადასტურებენ, რომ ბოლო დღეებში ქორწინების რეგისტრაციის მსურველთა ნამდვილი ბუმი შეინიშნება.

newposts.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები