მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დავითაშვილი, შალამბერიძის პარტიიდან წასვლას, ,,მსხვერპლს“ უწოდებს

,,ხალხის პარტიის' თავმჯდომარე კობა დავითაშვილი, ალექსანდრე შალამბერიძის პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებას,  ,,უმძიმესად' აფასებს. მისი თქმით, პოლიტიკური მოძრაობის რიგებიდან შალამბერიძის წასვლის გადაწყვეტილება, ძნელი მისაღები იყო, მაგრამ აუცილებელი.

 

,,ჩვენთვის უმძიმესი იყო, ალექსანდრე შალამბერიძის პარტიიდან წასვლა. ეს ჩვენთვის არის სერიოზული მსხვერპლი, რომელიც მან და მთლიანად ,,ხალხის პარტიამ' გაიღო. ეს მსხვერპლი აუცილებელი იყო, რათა ოპოზიციური  „რვიანის'  ერთიანობაში, ბზარი არ გაჩენილიყო'- განუცხადა ,,პრესა. ჯი'-ს დავითაშვილმა.

 ის, შალამბერიძეს, ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის, მადლობასაც უხდის და იმედს გამოთქვამს , რომ მისი „ხალხის პარტიიდან' წასვლა, შალამბერიძესა და „ქრისტიან-დემოკრატებს' შორის მომხდარ აჟიოტაჟს წერტილს დაუსვამს.

,,მადლობა მინდა გადავუხადო ალექსანდრე შალამბერიძეს, რადგან მან ეს გადაწყვეტილება,  ,,რვიანის' სასარგებლოდ მიიღო.

მას არ უნდოდა  გაზეთ ,,ვერსიისთვის' მიცემული ინტერვიუ, ,,რვიანში' ბზარის გამჩენი ყოფილიყო. შალამბერიძისთვის ადვილი არ იყო პარტიის დატოვება, მაგრამ მსხვერპლი გაიღო და ამისთვის მას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო,'- განაცხადა ჩვენთან საუბრისას ,,ხალხის პარტიის' ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ შალამბერიძემ „ხალხის პარტიიდან' წასვლის შესახებ, გუშინ განაცხადა. მან ეს ნაბიჯი, გაზეთ „ვერსიაში' დაბეჭდილი ინტერვიუს მიზეზით ახსნა. როგორც ცნობილია, მისმა ინტერვიუმ  „ქრისტიან-დემოკრატების' აღშფოთება გამოიწვ

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები