მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დავით ბაქრაძე გერმანელ კოლეგას შეხვდა

დავით ბაქრაძე გერმანელ კოლეგას შეხვდა. გერმანიისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეებმა შეხვედრაზე,  საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, შიდა პოლიტიკურ ვითარებასა და მოახლოვებულ არჩევნებზე ისაუბრეს.

როგორც 'ინტერნეტ.ჯი'-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, დავით ბაქრაძემ და ნორბერტ ლამერტმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე იმსჯელეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს დემოკრატიულად განვითარების პროცესს მხარს უჭერს და ქართულ-გერმანული ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება.

ნორბერტ ლამერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან საქართველოში არჩევნებისთვის სამზადისის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა, ამ პროცესში, საერთაშორისო დამკვირვებლების აქტიურად ჩართვის თაობაზე, საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მას სჯერა, რომ მოახლოვებული არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებდა.

დავით ბაქრაძემ ნორბერტ ლამერტს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გერმანიის სახელმწიფოს პოზიციისათვის, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას გულისხმობს.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები